ადმინისტრაცია – ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.
დღეს ელჩების კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრემიერინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოვიდნენ სიტყვით.
დღეს გამართულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, მათ შორის დისტანციურად ჩაერთო ევროკომისარი ოლივარ ვარჰეიც.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას გასულ წელსაც არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.