ლავროვს ერევანში აქციით დახვდნენ

სომხეთში დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩასულ ს საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს აქციით დახვდნენ.
რუსული მედიის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რა დროსაც სამინისტროში მიმდინარეობდა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — სა და არარატ მირზოიანის — შეხვედრა, “ანტირუსი პროვოკატები პოლიციამ განარიდა”.
“აქციის მონაწილეები ეკუთვნოდნენ ანტირუსულ მარგინალურ პარტიას “რესპუბლიკისთვის” და ისინი სკანდირებდნენ სლოგანებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ.პოლიციამ აქციის მონაწილეები შენობის მეორე მხარეს გადაადგილა და სამინისტროსკენ მისასვლელი გზა პოლიციის ავტობუსებით გადაკეტა. მიუხედავად ამისა, აქტივისტები შენობასთან ახლოს დარჩნენ და პოლიცია მათ მოლაპარაკებების ადგილზე მიახლოების უფლებას არ აძლევს. სიტუაცია სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდია”, – წერს რუსული სააგენტო tass.
ლავროვი სომხეთში 20 მაისს ჩავიდა, 21 მაისს ის მოლაპარაკებებს აწარმოებს მირზოიანთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება