ირაკლი ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს

ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ხდება.
„რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი – ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, არც ქალის, არც ადამიანის, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რასაც ვხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. ეს ყველაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი