გია ხუხაშვილი ოპოზიციას – რას იყოფთ ბატონებო? ზურაბიშვილმა როგორ უნდა გაგაერთიანოთ, თუ ერთმანეთის მიმართ ზიზღს ასხივებთ? ან შემდეგი ნაბიჯები ხომ უნდა გქონდეთ გათვლილი? ვაშაძე ახლა რომ ფიქრობს, მოფიქრებული უნდა ჰქონდეს

თუ პრაქტიკული პოლიტიკით მიდიხარ, თვლი, რომ მაგარი პოლიტიკოსი ხარ და ამ ხელისუფლებაზე, წულუკიანზე უკეთესად შეგიძლია წაიყვანო დებატები, მიდი შე კაი ადამიანო, უთხარი, რომ არ აღიარებ [კომისიას], რომ ფარსია, მაგრამ აბა, რა კითხვები გაქვთ მკითხეთ – რა პრობლემა ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან ს?! მისულიყვნენ და იქვე დაეხურებინათ თავზე ყველაფერი მათთვის, ხალხს თვალებში ჩაეხედა ამ პოლიტიკური მტრებისთვის და რასაც იმსახურებენ, ის ეთქვათ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე რომ მისულიყვნენ, „ამით ისინი მხოლოდ მოიგებდნენ“.
„ახლა რაც ხდება, ეს არის აბსურდი. შენ თუ არ აღიარებ ხელისუფლებას, შესაბამისად, კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებ და არ თანამშრომლობ მასთან, ეს დისიდენტური არჩევანია. შესაბამისად, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, შენ ხომ უნდა იცოდე, რომ მათ მიიღეს კანონები, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა ართანამშრომლობაზე? შემდეგი ნაბიჯებიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი? ახლა ვაშაძე რომ ფიქრობს, მოფიქრებული უნდა გქონდეს ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე რას გააკეთებ. იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ამ კანონებს ტყუილად იღებდა და სინამდვილეში არ გამოიყენებს, ეს ხომ პოლიტიკური ინფანტილიზმია? შენ თუ ირჩევ დისიდენტურ გზას და არ თანამშრომლობ კომისიასთან, ლოგიკურია, რომ გირაოს გადახდის სახითაც არ უნდა ითანამშრომლო. ხელისუფლებას თუ არ აღიარებ, გირაოს გადახდაც გარკვეულწილად ირიბი თანამშრომლობის ფორმაა.
საზოგადოებაში გვაქვს ასეთი მოცემულობა – რატომ გვაქვს ასეთი სავალალო მდგომარეობა? იმიტომ, რომ მუდმივად ვაკვირდებით ორ მონოლოგს. ხელისუფლება თავისი პროპაგანდის მეშვეობით თავის „სიმართლეს“ ღაღადებს, აქეთ, ოპოზიცია თავის სიმართლეს. კლინჩი არ დგება, სადაც ადამიანებს პირდაპირ დიალოგში მიეცემა საშუალება, მტყუან-მართალი გაარჩიოს, კი არ აიბურდოს ამ პროპაგანდა-კონტრპროპაგანდაში, არამედ გაარჩიოს.
მე ვეთანხმებოდი გახარიას მისვლას. გახარიამ კარგად დაიწყო, სხვათა შორის. მან თქვა, რომ ის თვლიდა, ეს ყველაფერი ფარსია და თუ უნდათ, მართლა რაღაც გაარკვიონ 20 ივნისზე, მაშინ ყველა ფიგურანტი უნდა მოიყვანონ – , გომელაური, , როგორც გავრილოვის ჩამომყვანი და ა.შ. თუ ისინიც იქნებიან ამ კომისიის ინტერესის სფეროში, მაშინ ის მზად არის, რომ ვილაპარაკოთ ამ თემებზე და გავარჩიოთ, რა მოხდა 20 ივნისს. თუ კომისია მათ არ ეძახის და მარტო მისი გატარება უნდა, მაშინ ეს კომისია ფარსია და სულ კარგად იყავით…
თუ პრაქტიკული პოლიტიკით მიდიხარ და შენ თვლი, რომ მაგარი პოლიტიკოსი ხარ და ამ ხელისუფლებაზე, წულუკიანზე უკეთესად შეგიძლია წაიყვანო დებატები, მიდი შე კაი ადამიანო, უთხარი, რომ შენ არ აღიარებ, მიგაჩნია, რომ ფარსია, მაგრამ აბა, რა კითხვები გაქვთ მკითხე. რა პრობლემა ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს?! აბსურდზე ედავებიან. მისულიყვნენ და იქვე დაეხურებინათ თავზე ყველაფერი მათთვის, ხალხს დაენახა, თვალებში ჩაეხედა ამ პოლიტიკური მტრებისთვის და რასაც იმსახურებენ, ის ეთქვათ. ამით ისინი მხოლოდ მოიგებდნენ. ეს პრაქტიკული პოლიტიკის გზაა. მე შეიძლება ძალიან პატივს ვცემდე გვარამიას, როდესაც პრინციპულია, მაგრამ ეს არის ჩემი მისდამი პიროვნული დამოკიდებულება. იგივე მელიაზე, თუ დაიჭირეს. პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, ისიც ვიცი, რომ ციხეში მჯდომი გვარამიას გამო, ამ ქვეყანაში რევოლუცია ნამდვილად არ დაიწყება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გარდა აღნიშნული თემისა, ხუხაშვილმა ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებაზე, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, იღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში „გვერდითა თემებზე იწყება დისკუსია იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდნენ, როგორ მიაღწიონ ს დანიშვნას“.
„რატომ დადგა ამ კითხვაზე პასუხის დრო? პოლიტიკური მოტივი არ მესმის. ეს ყველაფერი რას ემსახურება? თუ იმას ემსახურება, რომ ამომრჩეველი ვიღაცას წაართვას, მისი ამორალური მხარე აჩვენოს, თვითონ უფრო უკეთესად გამოიყურებოდეს და ამომრჩეველი მოიხმოს, ან ეს რაში სჭირდება? გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების პერსპექტივა არ ჩანს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, როგორ მიაღწიონ არჩევნების დანიშვნას, როგორ დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე, როგორ მიაღწიონ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, იწყება დისკუსია ასეთ გვერდითა თემებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საერთო დღის წესრიგი ამ სამ ძირითად თემასთან დაკავშირებით, დღეს პოლიტიკოსები იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ და საუბრობდნენ, რა განსხვავებებია მათ შორის, არამედ რა აერთიანებთ, რა აქვთ საერთო. კონსოლიდაციას უნდა აჩვენებდნენ, რათა საზოგადოებაშიც არ გააძლიერონ ეს სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რითაც საბოლოოდ, ხელისუფლება იკვებება. გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და ასეთი მარტივი რაღაცები როგორ შეიძლება არ გესმოდეს, ჩემთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია. შეიძლება, ნერვებმა უმტყუნათ. პოლიტიკა მკაცრი საქმეა, იქ ნებისმიერი შენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე მარტო არ დარჩება“.
„ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია. არ იქნებიან ეს პარტიები? პარტიების მეტი რა არის? გამოიჩეკებიან პარტიები და მიიღებენ მონაწილეობას. ასეთ ე.წ რუსულ, სუვერენულ, დემოკრატიულ სურათს გვაჩვენებენ“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილმა ისაუბრა პაატა ბურჭულაძესთან ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გახშირებულ შეხვედრებზე და აღნიშნა, რომ „ეს დაქსაქსულობა, დანაწევრება ხელისუფლების ინტერესებშია“.
„ხელისუფლება მთლიანად კონსოლიდირებულია, დიდი ძალა აქვს მობილიზებული. ძალაზე ჩამოდის ფსონს. შესაბამისად, ეს დიდი ძალა რომ დაამარცხო, კიდევ უფრო დიდი ძალის ფორმირება უნდა მოახდინო. შესაბამისად, საზოგადოების ამოცანა დღეს არის არა ასე დაქსაქსვა, არამედ კონსოლიდაცია, გაერთიანება, რათა გენერალური ბრძოლა გაიმართოს. რაც მთავარია, ამ კონსოლიდირებულ არმიას სარდლობა სჭირდება. ჩვენი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამ მოძრაობაში ჯარისკაცები ვართ. თქვენ წარმოგიდგენიათ არმიის გენერალი, რომელსაც ჯარი ეკითხება, რომ გადავიდეთ შეტევაზე, [ფიქრობენ, რომ] ტაქტიკას დაგეგმავს და წინ გაუძღვება. ნაცვლად ამისა, ჯარი რომ ეკითხება – რა ვქნათ გენერალო? გენერალი ეუბნება, მე რატომ მეკითხებით, ჯარისკაცი ვარო. აბსურდი არ არის? პოლიტიკოსები გველაპარაკებიან – რა გეგმა, რის გეგმაო.. გვიბრაზდებიან, გეგმას რატომ გვეკითხებითო. არათუ გეგმას არ წარმოადგენენ, საერთოდ გვიბრაზდებიან. ამაში რა არის საამაყო ვერ გავიგე. პირდაპირ გეტყვით, ეს არის სახლობანას თამაში.
აბსურდამდე დადის ყველაფერი. ისედაც მწირი რესურსების პირობებში, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში კიდევ რაღაცას იყოფენ… რას იყოფთ ბატონებო, რა არის გასაყოფი? არაფერია გასაყოფი და გაუგებარია რას იყოფთ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ „მათი უტიფრობა, თავხედობა, ამპარტავნობა ყველა ზღვარს სცილდება“.
ს პაატა ბურჭულაძის მეასედი დამსახურება რომ ჰქონდეს ამ ქვეყნის წინაშე, რაღა გვიშვას. არ ვიცნობდე მაინც, ვინ არის და როგორ არის. ქაღალდებს დაატარებდა გარეთ. პოლიტიკურ მაგიდასთან საერთოდ არ მჯდარა, როდესაც რეალური პოლიტიკა კეთდებოდა „ქართულ ოცნებაში“. შიგნით ოთახში ვერ შემოდიოდა, ახლა დიდი კაცი რომ გახდა, როდესაც ის პოლიტიკური მაგიდა დაიშალა. ახლა გამოდის და ვიღაცას ჭკუას ასწავლის“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბრისას კი ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც „ვიღაცა ვიღაცას ვერ იტანს, ზურაბიშვილმა რა სასწაული უნდა მოახდინოს?“
„სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია, თუ ესენი ყოველდღიურად ერთმანეთის ზიზღს ასხივებენ და ერთმანეთს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან? მაგალითისთვის ვამბობ, რა უნდა ექნა სალომე ზურაბიშვილს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ვერ იტანს გახარიას და ვიღაცა ვერ იტანს ვიღაცას? რა სასწაული უნდა მოახდინოს სალომე ზურაბიშვილმა?“ – განაცხადა ხუხაშვილმა.