ღარიბაშვილი: საჭიროა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს და ასევე, საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის ევროკავშირსა და -ს. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება.
ღარიბაშვილი, მთავრობისა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩთა 2023-ის კონფერენციაზე გამოვიდა.
„მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, შეხვედრები, შეიძლება ითქვას, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, გადავიდა“, – თქვა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილსაც და განაცხადა, რომ მისი მინისტრობისას „ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით და მას ამ ეფექტური მმართველობისთვის მადლობა ეკუთვნის“.
თავის გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ წარმატებებს მთავრობაში ყოფნის პერიოდში და პროგრესის საილუსტრაციოდ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი მოიყვანა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ც. ს მოახლოებასთან ერთად, ამბობს იგი, „ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს“, და ხაზს უსვამს, რომ „მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია“, რაშიც ელჩებს უდიდესი როლი აქვთ.
პაპუაშვილმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ დასრულდეს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონფერენციას ვიდეოზარით ჩაერთო ოლივერ ვარჰეიც, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში. მან თქვა, რომ „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას.
კონფერენციას ელჩებისა და მთავრობის წევრების გარდა დეპუტატებიც, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, კონფერენციას არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი . პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ