ვიკა ბუკია: ირაკლი კაკაბაძემ გამოიყვანა თუ არა კომფორტის ზონიდან წულუკიანი? კი. მორჩა. სხვა დეტალები აღარაა აქ საინტერესო

“ირაკლი კაკაბაძემ გამოიყვანა თუ არა კომფორტის ზონიდან წულუკიანი? კი. მორჩა. სხვა დეტალები აღარაა აქ საინტერესო. მით უფრო, ამ სახალისო პერფორმანსის გმირი არ მგონია რამეს ითხოვდეს ჩვენგან:) უბრალოდ უყურეთ და დატკბით როგორ მიუშვირა წყლის ჭავლივით სიმართლე
ივანიშვილის მსახურს. მინისტრს, რომელმაც გაანადგურა კულტურა, არათუ როგორც თავისუფალი და ცოცხალი, არამედ საერთოდ გამოაცალა შინაარსი და გადააქცია ერთ დიდ კიჩად და ტრაგიკომედიად. მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად არ ისმენს განსხვავებულ აზრს (არათუ ასეთ სილაში გაწვნას) დარჩენილია უნიჭო მონების გარემოცვაში, რომელნიც ეუბნებიან: “მიდი, თეა, არ გაჩერდე” – ჰოდა, შეგვარგეთ რომ მისივე მიტაცებულ მწერალთა სახლში კეკლუცად და უტიფრად მისულს მოუწია ამ ყველაფრის ატანა. როგორი გასაძლებია ვაჭარს რომ გეძახიან, შენს ბიძინას ბარიგას რომ ეძახიან (არადა ბიძინას გამო არ ავარდა აგლეჯილი მიკროფონით სცენაზე და გაუმარჯოსო კიოდა), ჰოდა, გავხალისდებით ცოტას, თუ შეიძლება. სხვა არაფერი არ უნდა მოყვეს ამ ვიდეოს:)” – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)