იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით

იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით
იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.
-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა საქართველოშიც. ჩვენ ვხედავდით როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID-ი, NED-ი, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში, აბსოლუტურად ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში.
არავის აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მითუმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს და გამჭვირვალობის კანონი იქნება ერთ-ერეთი მთავარი გარანტი იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის იგივე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. თავის შინაარსით „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. პრაქტიკა ჩამოყალიბდება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამის პირობა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ყველას. საქართველოში ადამიანის უფლებები არის განუხრელად დაცული “, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: “მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე