26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ

26 მაისის არის საერთო ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ
საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ ამის ელემენტარული რესურსიც არ აქვთ.
„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველ დღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. ეს დღე უნდა ჩატარდეს, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული,“- განაცხადა ირაკლი მ.
Previous: იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი – ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ მარკო რუბიოს დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს