Johnnie Walker-ის და Smirnoff-ის მწარმოებელი ტრამპის ტარიფებით გამოწვეულ ზარალს აფასებს

ბრიტანულმა ალკოჰოლურ სასმელების ჰოლდინგმა Diageo-მ, რომელიც ფლობს Johnnie Walker-ის, Captain Morgan-ის და Smirnoff-ის ბრენდებს, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტზე დაწესებული 10%-იანი ტარიფი კომპანიას შესაძლოა ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარი დაუჯდეს, ამის შესახებ ნათქვამია სამი თვის ფინანსურ ანგარიშში.
სამი თვის შედეგების მიხედვით, Diageo-ს გაყიდვების ორგანულმა ზრდამ შეადგინა 5.9% და 4.37 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ძირითადი წვლილი ჩრდილოეთ ამერიკაზე (+6.2%) და ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონზე (+28.5%) მოდიოდა. ევროპაში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რადგან სპირტიანი სასმელების გაყიდვები შემცირდა გინესის ლუდის გაყიდვების ზრდის მიუხედავად. აზიაში ზრდამ 1.6% შეადგინა, აფრიკაში – 10.1%.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?