ანდრეი სიბიგა – ევროკავშირმა უკრაინას დაგეგმილი 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის ორი მესამედი უკვე გადასცა

ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია ს სამხედრო ბიუჯეტის შესამცირებლად და იმისთვის, რომ მას მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
“ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ორი მესამედი უკვე გადმოგვცეს და ვმუშაობთ დანარჩენის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, საჭიროა გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც ს შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის.
„ეს კრიტიკული პერიოდი მოითხოვს გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის“, – აღნიშნა სიბიგამ.