“ჩემი აზრით, მორალურად და პოლიტიკურადაც სწორია, რომ გირაო არ უნდა გადავიხადო” –

უნდა გადაიხადონ თუ არა სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა ოპოზიციონერებმა? – ხელისუფლების ოპონენტებს შორის საკითხი უთანხმოების მიზეზია. გირაოს გადახდას არ აპირებენ , და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. გირაოს გადახდას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ყველა საპატიმროში ვერ იქნება.
“კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ, მისი პოზიციით, გირაოს არგადახდა მორალურად და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია.
“პლებისციტს ვერ ჩავატარებ იმასთან დაკავშირებით, ვის სად ვჭირდები უფრო მეტად. მე მაქვს ჩემი შინაგანი რწმენით ნაკარნახევი პოზიცია, რომელიც მორალურად სწორია ჩემი აზრით და პოლიტიკურადაც და ყველა სხვა მიმართულებით სწორი, რომ გირაო არ უნდა გადავიხადო. ამისთვის თუ ციხეში მოვხვდები, არ არის პრობლემა. დანარჩენი ყველამ გადაწყვიტოს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია