თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია – პროცესების გაციფრულება, ავტომატიზაცია და ჭკვიანი ინსტრუმენტებით ოპერაციების ოპტიმიზაცია ნებისმიერი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. გაციფრულება კომპლექსური საკითხია, რომელიც მხოლოდ სისტემის ან აპლიკაციის ინტეგრაციით არ შემოიფარგლება – ეს არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი რომელიც ცვლის არამხოლოდ ოპერაციულ ეკოსისტემას, არამედ ორგანიზაციულ კულტურას. კომპანიის პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია რომ გარდამავალ პროცესში, სწორად იყოს შერჩეული პარტნიორი, რომელსაც დეტალურად ესმის არა მხოლოდ ოპერაციული ნაწილი, არამედ ორგანიზაციული კულტურის ადაპტაციის და ცვლილებების ფენომენი.
BDO საქართველოს ბრენდი, BDO Digital, რომელიც 20 წელზე მეტია ციფრული სერვისების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, სწორედ ბიზნეს პროცესების გაციფრულებაზეა ორიენტირებული BDO Digital-ის გამოცდილ გუნდს კარგად ესმის ციფრული ტრანსფორმაციის კომპლექსურობა, შესაბამისად მისი მიდგომაც ითვალისწინებს ციფრული აპლიკაციების არა მხოლოდ დანერგვას, არამედ კონცეპტუალურ მიდგომას რომელიც ორიენტირებულია დიგიტალიზაციის პროცესში მყოფი კომპანიისთვის სრულ მხარდაჭერაზე, იმისთვის რომ ისინი მარტივად ადაპტირდნენ როგორც ახალ ციფრულ აპლიკაციასთან, ამავდროულად ხელი შეუწყონ თანამშრომლებს რომ მეტად ინკლუზიურები გახდნენ ტრანსფორმაციის პროცესში – ციფრული ტრანსფორმაცია ხომ საბოლოოდ მათთვის რუტინული სამუშაოს შემსუბუქებას და შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.
ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, BDO Digital ბიზნესებს საინტერესო ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს, თითოეული აპლიკაციის ფუნქციონალები ორიენტირებულია ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, ავტომატიზაციაზე და მონაცემთა დაცვაზე.
მოდით მიმოვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა ინტეგრირებაც ბიზნეს საქმიანობაში გულისხმობს ციფრულ ტრანსფორმაციას.
RPA
ოპერაციულ ეკოსისტემაში, ხშირია რუტინული, განმეორებადი და ერთფეროვანი ინტერაქციები, რომელიც დიდ დროს, ხარჯს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, თუმცა მათი უშეცდომოთ ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის. BDO Digital-ის სისტემური გადაწყვეტა – RPA (Robotic Process Automation) სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც პროცესების დასწავლას, შემდეგ კი ავტომატიზაციას უზრუნველყოფს, ნულოვანი ოპერაციული რისკით და შეცდომით, უფრო სწრაფად და ნაკლები ადამიანური რესურსით. RPA არის გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლებს აშორებს რუტინულ შრომას და აძლევს საშუალებას, სამუშაო დღის წესრიგი უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ.
ERP
ციფრული ტრანსფორმაცის გზაზე მნიშვნელოვანია მენეჯმენტს ჰქონდეს ყველა ბიზნეს პროცესზე მკაფიო კონტროლის და ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რადგან გადაიდგას სწორი სტრატეგიული ნაბიჯები. ბიზნეს მოდულების ცენტრალიზაციისთვის, BDO Digital ბიზნესს ERP სისტემას ურჩევს, სადაც სინქრონდება ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები როგორიც არის: დისტრიბუცია, მარაგები, საცალო ვაჭრობა შესყიდვები, წარმოება, ფინანსები, ბიუჯეტირება, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და ხელფასების მართვა იგივე ფეიროლი. ცენტრალიზაცია ბიზნეს საშუალებას აძლევს კომპანიის შიგნით ინფორმაციის მიმოქცევა გახადოს მაქსიმალურად სწრაფი, იმისთვის რომ ოპერაციულ ციკს იყოს მდგრადი და მოქნილი.
როცა ვსაუბრობთ ბიზნესის გაციფრულებაზე, მთავარ პრობლემას ვაწყდებით საწყობის მართვის და ლოჯისტიკის ნაწილში. ამ მიმართულებებში მიმდინარე არაჯანსაღმა ოპერაციებმა შესაძლოა მთლიანი კომპანიის ოპერირების ხარისხი მნიშვნელოვნად შეამციროს, ამიტომ აღნიშნული მიმართუელბით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭკვიანი სისტემების დანერგვას – WMS (warehouse management system) არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სრული სასაწყობე პროცესების მართვას, როგორიც არის ტვირთის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და აგროვება. მეორეს მხრივ კი TMS (Transportation Management System) ლოგისტიკის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას დეტალურად აკონტროლოს ტვირთის მიერ გავლილი გზა – საწყობიდან მომხმარებლამდე. აღნიშნული სისტემა ასევე ავტომატიზირებულ რეჟიმში ყველაზე რენტაბელურ მარშუტებს ადგენს, რაც ეფექტური გადაწყვეტაა ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება
ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს ბიზნესის ზრდას, ხოლო კომპანიის წარმატებულობის ზრდასთან ერთად იზრდება მონაცემთა რაოდენობა, რისი დაცვაც ბიზნესისთვის სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა BDO Digital-ის სტანდარტია ბიზნესის გაციფრულების გზაზე. ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფს კომპანიაში ნებისმიერი სახის ფიზიკური, ვერბალური თუ ციფრული ინფორმაციის დაცვას, ხოლო კიბერ უსაფრთხოება კონცენტრირდება კონკრეტულად ციფრული სივრცის, ქსელისა და სისტემების დაცვაზე.
მაშინ როდესაც, ციფრული ტრანსფორმაციის გზა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებლად გასავლელია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ პროცესში ენიჭება სწორი პარტნიორის შერჩევას, რომელიც პროცესების გაციფრულების გარდა უზრუნველყოფს კორპორატიული კულტურის ადაპტაციას ახალ ეკოსისტემასთან და ბიზნესის უწყვეტობას, ტრანსფორმაციასთან სინქრონში.