ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განვიხილეთ

ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში – ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას უკრაინის არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განიხილეს.
„განვიხილეთ ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში ჩვენი შიდა იარაღის წარმოება. რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?