მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაშისტური გამოხტომა, მაინც ყველაფერი ამის გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის – მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” ინიციატივებზე

სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი – ასე აფასებს მმართველი გუნდი “ლელოს” ინიციატივას. ოპოზიციური პარტია ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ს მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გაუქმდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
განცხადება მ ყრილობაზე გააკეთა. “ლელოს” ინიციატივას “ქართულ ოცნებაში” უკვე უწოდეს ფაშისტური.
მმართველი გუნდი, გეგმას, ქვეყნის რუსეთთან კონფროტაციაში გახვევის მცდელობად აფასებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, “ლელოს” განცხადებები და ინიციატივები პოპულისტურია.
“პოპულისტური მცდელობაა, რომ რაღაცა ფორმით გამოიყენონ ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი ფობიები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაშისტური გამოხტომა, მაინც ყველაფერი ამის გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის.
წარუმატებლობისთვისაა ეს ყველაფერი განწირული, ამას ხვდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. ეს არის ქვეყნისთვის სერიოზული რისკის მატარებელი თემა და როდესაც ხარ პოლიტიკოსი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, როგორც ხალხის, ასევე ქვეყნის მიმართ,” – აცხადებს სარჯველაძე.