მარკო რუბიო – რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით, ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები

რუსეთმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, პირობა დადო, რომ -ს გაუგზავნის პირობებს, თუ რა იქნება საჭირო სთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, რუსები აპირებენ შეადგინონ პირობები, თუ რა იქნება საჭირო ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს. ველოდებით ამ პირობებს და შემდეგ ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები“, – აღნიშნა რუბიომ.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონის მოსკოვთან და კიევთან საუბრის შესაძლებლობას.
„მას [დონალდ ტრამპს] სურს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ორივე მხარეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა მშვიდობისკენ სვლის კუთხით. როგორც კი გარკვეულ ქმედებებს განახორციელებ, კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეზე გავლენას დაკარგავ“, – აღნიშნა რუბიომ.