აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა.
რექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა იმ საერთო ხედვებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც განათლების სისტემის გაძლიერებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.
„განათლების მხარდაჭერა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიზანი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული რესურსი და ახალგაზრდებს მივცეთ განათლების მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა,“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა