გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ქვითკირის წყარო, მჭადიჯვარი, ნავაზარი, ბულაჩაური, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთასა და წეროვანში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ჭილაანთკარი, ბურიანის მასივის ტერიტორია, ზაქარო, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 13:55-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერედა, ფრეზეთი, წეროვანი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…