საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით ს რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ბრატისლავაში გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკი კოლეგა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო მასპინძლობს.
საპატიო ყარაულის თანხლებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, გენერლებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, რომელიც 2014 წლიდან ვითარდება. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების კუთხით. საუბარი შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში ქართველი და სლოვაკი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას, ასევე გამოცდილების გაზიარებას სამხედრო პერსონალის პოლიტიკის მიმართულებით.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სლოვაკ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში სლოვაკი ექსპერტების აქტიური მონაწილეობა აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოში სლოვაკეთის თავდაცვის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინაკთან. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია სლოვაკეთის სამხედრო მრეწველობის კომპანიასაც ესტუმრა და ადგილზე გაეცნო კომპანიის მიერ წარმოებულ საარტილერიო სისტემებსა და შეიარაღებას.
Next: ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად