ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო

ე.წ. ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე უტიაშვილი გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ დაზიანებულაო, ტაქსისტები თუ დაზიანდნენო. გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2003 წლის ნოემბრიდან ყოველი დღე თენდებოდა იმისთვის, რომ ან ქონება ჩაეგდო სააკაშვილის რეჟიმს ხელში, ან მილიონები ჩაეტანა რომელიღაც მდიდარს ან ჩინოვნიკს და შეევსო ამით მათი პირადი თუ ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ და არ ყოფილიყვნენ წონადი ფიგურები ან ორგანიზაციები, მედია საშუალებები, მე არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს, – ასე უპასუხა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, გამომცემლობა „სამშობლოდან“ მომუშავეების გამოდევნა ქონებრივი თემა იყო თუ აზრის ჩახშობის მცდელობა.
მისივე თქმით, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინაც და დღესაც „ფეხზე ეკიდათ“ რედაქციები.
„შუა რუსთაველზე ამხელა ქონების ხელში ჩაგდება არ იყო პატარა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტთა გუნდიც მზად იყო საიმისოდ, რომ შესულიყო ამ თემაში მოლაპარაკებაში და „სამშობლო“ გამოესყიდათ ჟურნალისტურ რედაქციებს, ამაზე რა თქმა უნდა იმ პერიოდის ხელისუფლება არ წამოვიდოდა და არც წამოვიდა, გადაიფორმეს ავტომატურად მთლიანად და შემდეგ თემურ უგულავას მისცეს 1 ლარად. რედაქციები, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაშინაც ფეხებზე ეკიდა იმ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღესაც ფეხებზე კიდია, იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ ვიტყვი, რომ ეკა კვესიტაძე არის ჟურნალისტი.
ეკა კვესიტაძე ე.წ. ჟურნალისტი, მისი მეუღლე უტიაშვილი მაშინ გახლდათ ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და პიარის ამბებში იყო ჩართული, გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი 26 მაისს რეზინის ტყვიით არ არის დაზიანებულიო, სიცრუეაო. შემდეგ უფრო ცუდი განცხადებაც გააკეთა, დიდი დიდიო ტაქსისტები თუ დაზიანდნენო, თითქოს ტაქსისტები ადამიანები არ იყვნენ და ის ნაგავი მართლა, ლევან ხაბეიშვილი, ამას ბოდიშის მოხდის გარეშე და უაპელაციოდ ვამბობ, ნაგავი ლევან ხაბეიშვილი, 2011 წლის 27 მაისს გამოვიდა და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა და ამ ხალხს უნდა დღეს კიდევ აქ მორალის კითხვა. მეორე დღეს იდგნენ სისხლით მორწყულ რუსთაველზე და , ეს ბეყე, ჭიჭე ვაშაძე ორდენებს იღებდა სააკაშვილისგან“, – განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.
Previous: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში