უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ თქვა უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე

უნგრეთის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან(ICC) გასვლის შესახებ. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
უნგრეთის პარლამენტში დღეს, 20 მაისს გამართული კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება მიიღეს 134 ხმით, 37-ის წინააღმდეგ.
ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერილი დოკუმენტის თანახმად, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, სისხლის სამართლის სასამართლოს გამოყენებას პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად.
კანონპროექტზე პირველი კენჭისყრა 29 აპრილს ჩატარდა, რასაც წინ უძღოდა მწვავე დებატები. მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობამ – მმართველი პარტიის, „ფიდესის” დეპუტატებმა და პარტიის მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატებმა. ხმა წინააღმდეგ მისცეს ოპოზიციური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა.
პირველი კენჭისყრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უარი თქვეს იყვნენ ნაწილი „პოლიტიზებული ინსტიტუციისა, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და ნდობა“.
უნგრეთის პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას სიიარტო ოფიციალურად აცნობებს გაეროს გენერალურ მდივანს.
სასამართლოდან გასვლის პროცედურა ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მთავრობამ აპრილის დასაწყისში დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება გადაწყვიტა.
3 აპრილს უნგრეთში ვიზიტით იმყოფებოდა ს პრემიერ-მინისტრი . სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, რომელიც ამ საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე მოქმედი ICC-ის იურისდიქციას აღიარებს, ვალდებული იყო ნეთანიაჰუ დაეპატიმრებინა.
თუმცა, ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, როცა სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ისრაელის პრემიერი ბუდაპეშტში მიიწვია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
2002 წელს დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს გაეროს წევრი 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. ICC-ის კომპეტენციაა გენოციდზე, ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა.
2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
2024 ოქტომბერში პუტინი ვიზიტით იმყოფებოდა მონღოლეთში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე უარი თქვა.
მონღოლეთის მთავრობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში რუსეთზეა დამოკიდებული და ამასთან, იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.
ფორუმი