ვაკის ნაწილში საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო

თბილისის მერიის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეზღუდვები დაწესდება 22 მაისს, 00:00 საათიდან.
რეაბილიტაციის პროცესში:
· „სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება“;
· „მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც“.
გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აკრძალული იქნება მარჯვენა ორ ზოლში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება საავტობუსო ზოლსა და წყნეთის მიმართულებით. შეიცვლება ამ მონაკვეთებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს