საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.
ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა – შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.
განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
