2025 წელს საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა ისევ დაიწყო და ქვეყანამ უკვე მანქანების ექსპორტიორთა ათეულში მეათე ადგილიც დაიკავა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წელს, იანვარ-აპრილში სირიაში საქართველოდან 70 ერთეული, 594.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, რაც 7 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.
