თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი ცდილობს კონფლიქტები, როგორც ისრაელსა და ღაზაში, ასევე რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრის შემდეგ თეთრი სახლი ინფორმაციას გაავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?