დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“- ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ – ლუკა კურტანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე

დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“- ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ – ლუკა კურტანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე
„დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებს იხსენებს. როგორც ლუკა კურტანიძე აცხადებს, როდესაც თბილისის ცენტრალურ სამმართველოში მიიყვანეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ დავესაჯეთ, სახალხოდ, რომ ყველას ენახა როგორ [ანადგურებენ ცნობილ ადამიანებს]
. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად [მითხრა] „შენ აქ რა გინდა“ და ეს ვიდეოშიც ჩანს, სპეცრაზმელს [ეუბნება] „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“.
ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, რომ გავერიდებინეთ, მაგრამ იმ ჯგუფმა, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც [პოლიციელებს] სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და სანამ რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
Previous: 2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში