ელჩების ყოველწლიური კონფერენცია | ზურაბიშვილი ღონისძიებას არ ესწრება

თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია იმართება – მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები ახლა დედაქალაქში არიან შეკრებილები. მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა მიმართეს სიტყვით.
სამთავრობო ღონისძიებას არ ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი. ჯერჯერობით უცნობია არ მიიწვიეს , თუ მიიწვიეს და თავად არ მივიდა ის ღონისძიებაზე.
ამბასადორიალის ტრიბუნა კი ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული გზავნილებისა და ოპონენტებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.