რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ფეოდოსიაში (ყირიმი) დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდს “ნოვოჩერკასკის”.
უწყება ამბობს, რომ გემს მოხვდა სუ-24-დან გასროლილი რაკეტები და ის დაზიანდა. თავდაცვის მტკიცებით, ორი უკრაინული სუ-24 გაანადგურეს. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ გემი განადგურდა.
გარდა ამისა, რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის “ხელმძღვანელი” სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ფეოდოსიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
მისივე თქმით, დაზიანდა ექვსი შენობა – ძირითადად ჩამტვრეულია მინები.
“ექვსი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა დროებითი განსახლების ცენტრებში, დარჩენილი მაცხოვრებლები ნათესავებთან და მეგობრებთან გადაიყვანეს”, – დაწერა მან.