პაატა კვიჟინაძე – ყველა პარამეტრი და რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ყველა პარამეტრი და რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც სებ-ის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს, კომიტეტმა ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა.
„რატომ ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს? უკვე რამდენიმე წელია ინფლაცია ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, სავალუტო რეზერვები ყოველთვიურად მატულობს, რეფინანსირების სესხები მცირედით, მაგრამ მაინც მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა, ე.წ. ცუდი სესხები მცირდება.
ამასთანავე, რაც ალბათ, ჩვენს კომიტეტს ძალიან აინტერესებს 17 %-ით გაიზარდა ეკონომიკის დაფინანსება და ეკონომიკის დაფინანსება ხდება ბანკებიდან. ითქვა ისიც, რომ 16 % ით გაიზარდა ფიზიკური პირების დეპოზიტები და 13 % ით – იურიდიული პირების.
ასევე, ევროკავშირთან მყისიერი გადახდების სისტემასთან მიერთება, რომელზედაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მარტო ეს ჩამონათვალი, სხვა რომ არაფერი ვთქვა, საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულად შევაფასოთ“, – განაცხადა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე.
ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში დეპუტატებს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია