26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. ესენიც მსხვერპლი იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა

26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. ესენიც მსხვერპლი იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა
„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“-ამის შესახებ გია ბურჯანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები განიხილება. გია ბურჯანაძე რამდენიმე ადამიანის შემთხვევას იხსენებს, რომლებიც 26 მაისის დარბევას შეეწირნენ.
„ჩემი ახლობლები, რამდენიმე ადამიანი სახელი და გვარებით შემიძლია გითხრათ, რომლებიც ცოტა ხანში გარდაიცვალნენ. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, [რომელმაც] უთხრა, მუცელში არ დამარტყათ, ღვიძლი მაქვს დაზიანებულიო. იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე, ავთო მეტრეველი, იმდენი ურტყეს, რომ თვე ნახევარში გარდაიცვალა. ერთი კაცის სახელ და გვარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ ოჯახს არ სიამოვნებს, იმან თავი ჩამოიხრჩო 26 მაისიდან ერთ კვირაში. ესენიც მსხვერპლი იყვნენ. ეს რაც მე ვიცი იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობები იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა?! თორემ სულიკო და ნიკუშა აღლუმი რომ ჩაატარეს იქ ჰყავდათ, ჯიხურის თავზე“-განაცხადა გია ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება

იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია – ნიკოლოზ სამხარაძე