ბადრი ჯაფარიძე – კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი

ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება – ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოსთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კანონის სრული დარღვევით არის შექმნილი.
„ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კომისიაზე არ მისვლის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ეს კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არის შექმნილი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ კომისიაში, 50% უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან, დამისახელეთ 1 წევრი ოპოზიციისგან. ეს არის სიყალბე, პოლიტიკური თაღლითობის გამოხატულება, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს