“ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ – ზურაბ ჯაფარიძე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა, დააკავონ.
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებს თუ არა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „არა, შანსი არ არის. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები,რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში”.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს