დონალდ ტრამპი – გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია – ჯოს სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯილსა და ოჯახს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო