ზელენსკი -ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, , რომში -ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.
ზელენსკი შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს და ამბობს, რომ „კარგი შეხვედრა ჰქონდათ“.
ის მადლობას უხდის ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და სიცოცხლეების გადარჩენისთვის:
„განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.
ასევე, შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და ტყვეების გაცვლის მოახლოებულ პროცესს. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ დათანხმდებიან. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
ეს იყო ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის პირველი შეხვედრა თებერვალში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მწვავე დაპირისპირების შემდეგ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს