შვეიცარიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ალუმინის იმპორტი აკრძალა
შვეიცარიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ალუმინის იმპორტი აკრძალა.
შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, 15 მაისიდან რუსული ალუმინის დაუმუშავებელი ფორმით გაყიდვა იმპორტი აიკრძალა. ასევე იკრძალება ბელარუსული ალუმინის იმპორტი, ხოლო საექსპორტო შეზღუდვები მკაცრდება.
ამ გადაწყვეტილების მიზანია სანქციებისთვის ერთიანი ფორმის მიცემა, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
ამით შვეიცარია მთლიანად უერთდება ევროკავშირის მიერ წლის დასაწყისში დაწესებული სანქციების მე-16 პაკეტს მას შემდეგ, რაც მარტში მის პირველი ნაწილს შეუერთდა.
როდესაც ევროპული სანქციების დაწესების შესახებ გამოცხადდა, შვეიცარიის ალუმინის ასოციაციის პრეზიდენტმა, მარსელ მენემ აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, სამი წლის წინ მიიღეს, მაგრამ რუსული მასალები სხვა ქვეყნებზე, როგორიცაა მაგალითად თურქეთი, ტრანზიტით მაინც გადიოდა.
შვეიცარიას რუსეთის წინააღმდეგ სხვა სანქციებიც აქვს შემოღებული. მაგალითად, აღარ შეიძლება ექსპორტზე ქრომის მადნები გატანა, მათი სამხედრო გამოყენების გამო. იგივე ეხება ნავთობისა და გაზის საძიებო პროგრამულ უზრუნველყოფას.
წყარო: 1tv.ge
