18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა

18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა. ამასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე აქტივობა გაიმართა, რომლებიც ქართული ტრადიციებისა და იდენტობის ღირსეულად წარმოჩენას მიეძღვნა.
“მახოს საბავშვო ბაღში პატარებმა ეროვნული სამოსი მოირგეს და ბაღის სივრცე ფერად, ხალისიან დღესასწაულად აქციეს. პატარებმა ტრადიციული სიმღერების ფონზე საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სიყვარული გამოხატეს ქართული კულტურისადმი.
ღონისძიებას დაესწრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად. მერმა ეროვნული სამოსის დღე, ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცა და მადლობა გადაუხადა, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.
ამავე დღეს, ხელვაჩაურის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ანსამბლებმაც ეროვნული სამოსით მოირგეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული სამოსი.
ეროვნული სამოსი – ეს არის ჩვენი ისტორია, ტრადიცია და სიამაყე!” – ნათქვამია ხელვაჩაურის მერიის ფეისბუქ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე

გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან