ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს

ვატიკანში ს, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ცერემონიას ასიათასობით ადამიანი ესწრება.
ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ესწრებიან მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი , კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი , ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.
“ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი .
საინაუგურაციო წირვა წმინდა პეტრეს ტაძარში ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან დაიწყო და ის დაახლოებით 2 საათს გასტანს.
კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.
რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.
წყარო: “რადიო თავისუფლება”