უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის შესახებ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე კანონში, რისი მიზანიც სამხედრო სამსახურისა და მობილიზაციის საკითხების სრულყოფაა.
საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირება.
ტყვეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის დასვენების საშუალების მიცემა, 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შენარჩუნებით.
წვევამდელთა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის სრულყოფა.
ორშაბათს რადის ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე მ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს 500 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზაციის ინიციატივა აქვს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ სამხედროებმა მას 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება სთხოვეს, მაგრამ მათ მოსთხოვა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ ახალი მეომრების მობილიზებას, არამედ მათ დემობილიზაციას, ვინც უკვე თითქმის ორი წელია, იბრძვის.
„მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება, რათა მხარი დავუჭირო ამ მიმართულებას“, – თქვა ზელენსკიმ.