სამარყანდში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

დღეს, უზბეკეთის სამარყანდში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
ასპარეზობაზე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ყველა ვერსიით მაგნუს კარლსენი, სხვადასხვა წლებში მსოფლიოს ჩემპიონები, მსოფლიოს თასის და საჭადრკაო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოს ტოპ ათეულის მოჭადრაკეები: ფაბიანო კარუანა, ლევონ არონიანი, მაქს ვაშიე-ლაგრავი, იან ნეპომნიაში, იან-კრისტოფ დუდა, ჟუ ვენჟუნი, ტან ჟონგი, მარია მუზიჩუკი, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანტუანეტა სტეფანოვა, ანა უშენინა და სხვები…
შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში 3 დღეს გასტანს: 26; 27 და 28 დეკემბერი; ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 29-30 დეკემბერს შეეჯიბრებიან ერთმანეთს მონაწილეები.
საქართველოს ღირსებას სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ასპარეზობაზე დაიცავენ:
ქალთა შორის:
1.ბელა ხოტენაშვილი (2411)
2.მერი არაბიძე (2364)
3.ნინო ბაციაშვილი (2351)
4.სოფიო გვეტაძე (2178)
ვაჟთა შორის:
1.ბაადურ ჯობავა (2671)
2.გიგა ყუფარაძე (2559)
3.ლევან ფანცულაია (2538)

ასევე დაგაინტერესებთ