ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ინფორმაციას “მოზაიკა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. “გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა”,- ამბობენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. -ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს