უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 19 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს. დრონები ჩამოაგდეს ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის რაიონებში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18:30 საათიდან დაიწყო.
“საერთო ჯამში, დაფიქსირდა 19 შაჰედის გაშვება ბალაკლავას – ყირიმის და პრიმორსკო-ახტარსკის – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებიდან”, – ამბობს უწყება.
გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ 26 დეკემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, საჰაერო ძალების ტაქტიკურმა ავიაციამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდ “ნოვოჩერკასკს” ფეოდოსიის რაიონში. “შედეგი აშკარაა!” – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
ამავე თემაზე იხილეთ:
· უკრაინა: ყირიმში რუსული სადესანტო გემი გავანადგურეთ