ჩვენს ძალებს ყოველთვის დავიცავთ | აშშ-მ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლთა ობიექტებს დაარტყა

პენტაგონმა განაცხადა, რომ -ს სამხედროებმა საპასუხო დარტყმები განახორციელეს ერაყში სამ ობიექტზე, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები იყენებენ.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ სავარაუდოდ მოკლულია “ქატაიბ ჰეზბოლას” მებრძოლები და გაანადგურა ჯგუფის მიერ გამოყენებული მრავალი ობიექტი.
უწყება ამბობს, რომ თავდასხმები პასუხი იყო ერაყსა და სირიაში ამერიკელი პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ირანის მიერ დაფინანსებული მილიციის მიერ. პენტაგონის განცხადებით, შედეგად დაიჭრა სამი ამერიკელი პერსონალი, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
“ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ძალებს”, – თქვა გენერალმა მაიკლ კურილამ.
დაძაბულობა რეგიონში ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ს კამპანიას ღაზაში და ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ შეერთებულ შტატებს.