უკრაინის თავდაცვის ძალები – ბრძოლა მარინკასთვის გრძელდება, ქალაქის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია

უკრაინის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას, რუსების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას აღების შესახებ.
„ბრძოლა მარინკასთვის გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მარინკას სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია“, – აღნიშნა თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუპუნმა.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ