ორხევის სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრები 25-მდე ოჯახი მერიისგან გარანტიებს ითხოვს – მერიის დასკვნის მიხედვით, ოჯახები სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ. სხვადასხვა კვლევებით ირკვევა, რომ მუხაძის ქუჩაზე მდებარე შენობა დაუყოვნებლივ უნდა დაიცალოს.
კახი კალაძის უწყება ხალხს ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა მოქალაქეები ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბოლომდე იზრუნებს იმისთვის, რომ ხალხი თავშესაფრების გარეშე არ დარჩებიან, იმ შემთხვევისთვის თუ ერთ დღეს ქირას აღარ გადაუხდიან.
გუშინ, ღამე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ამ მოთხოვნებით მათ აქცია გამართეს თბილისის მერიასთან და სანამ მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი აქციის გაგრძელებს აპირებენ.
მერიის განცხადებაში წერია, რომ ოჯახების ნაწილი უკვე გადავიდა ქირით სხვაგან, თუმცა ოჯახებს ნაწილი არ გადადის. თბილისის მერია მოუწოდებს აქ მყოფ სოციალურად დაუცველებს, რომ დატოვონ შენობა, რადგანაც მათი თქმით, ის ავარიული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რეალურად შენობა ავარიული არ არის და ვარაუდობენ თბილისის მერიამ მიზანმიმართულად დააზიანა შენობა, რათა მისი დაცლა მომხდარიყო.
“მე გაჩვენებთ გარეთ, რა აქვთ გაკეთებული იმ ადამიანებს, ვინც ექსპერტიზა ჩაატარა. დანადგარით არის მომტვრეული. ძალით დაამტვრიეს, რომ ეჩვენებინათ მერე , რომ დასამტვრევია”, – ამბობს ერთ-ერი ადგილობრივი.
“ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოში გადასცენ ეს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ვჩივით, რომ ეს ბინა ავარიული არ არის “, – ამბობს მაცხოვრებელი.
სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრები ბენეფიციარები თბილისის მერიას ტყუილში ადანაშაულებენ და იურიდიულად გამართულ დოკუმენტს ითხოვენ, რის შემდეგაც დატოვებენ საცხოვრებელს.
2024 წლის 24 დეკემბერს გელა ჩივიაშვილი და გოჩა მინდიაშვილი მოვიდნენ შენობაში და მოსახლეობას უთხრეს, რომ შენობა ავარიულია და უნდა გაიყიდოს. გაყიდვის შემდეგ ვიყიდით ახალ შენობას და იმ შენობაში შევიყვანთ მოსახლეობას. მანამე მოსახლობა გავა ქირით და თბილისის მერია გადაუხდიდა ქირას. ეს მესამე ტყუილი, რემონტი წაიშალა და პირდაპირ უთხრეს მოსახლეობას , რომ უნდა წასულიყვნენ. ქირის ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ საკუთარი ნებით ტოვებდნენ შენობას, ეს მეოთხე ტყუილი”, – ამბობს მცხოვრები.
tvpirveli.ge
