ვაგრძელებთ ახალი სანქციების მზადებას შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში, თუ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთისგან უარყოფითი რეაგირება იქნება – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მიუღებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ თანხმდება.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, მოსკოვისგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ევროკავშირი ამერიკასთან კოორდინაციით სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს.
„დღეს აქტუალურია ერთი რამ, ერთადერთი კონკრეტული წინადადება, რომელიც გაკეთდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ახალი სანქციების მზადებას შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში, იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება პოზიტიური პასუხი და ცეცხლის შეწყვეტაზე უარყოფითი რეაგირება იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ პასუხისთვის და შესაბამისად, სანქციების ესკალაციისთვის, რომელიც ამჟამად მუშავდება ევროპელებისა და ამერიკელების მიერ“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და მოლაპარაკების დეტალები მისგან მოისმინეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალბანეთში შეკრებილმა ლიდერებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართეს სატელეფონო საუბარი, რათა კოორდინირებული პასუხი შეეჯერებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა