გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ს, ირაკლი რუხაძისა და ქართული ოცნების გარემოცვის დასანქცირება მოითხოვეს.
თემთა პალატის დეპუტატმა, კალუმ მილერმა სახელმწიფო მინისტრს ჰკითხა, განიხილავენ თუ არა ქართული ოცნების წევრებისთვის სასწრაფო წესით სანქციების გამოყენებას.
ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა ამ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
“ჩვენ სანქციები დავუწესეთ რამდენიმე პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარ რეპრესიულ ქმედებებზე, ასევე, კორუფციის გამო და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით, ეს ნათლად განვუცხადე ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
ჩვენ შევაჩერეთ უფრო ფართო თანამშრომლობა საქართველოსთან, ეს ძალიან დასანანია, რადგან ჩვენ საქართველოსთან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ მანამდე, სანამ ის ევროატლანტიკურ გზას შორდება, ამას უნდა მოჰყვეს შედეგები ისევე, როგორც შედეგები უნდა მოჰყვეს ქვეყნის შიგნით და სხვაგვარად განხორციელებულ მოვლენებს”, – თქვა მან.
მისივე განმარტებით, მომავალ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს წინასწარ ვერ გააკეთებს.