„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, სირიის ახალი მთავრობისადმი კონგრესმენ ჯო უილსონის მოწოდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, სირიის ახალი მთავრობისადმი კონგრესმენ ჯო უილსონის მოწოდება, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონთან, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესთან და „MEGOBARI აქტის“ ავტორთან შეხვედრისას, „ერთიანი – ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების შესახებ საკითხი მწვავედ დააყენა.
მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს, საქართველოს სუვერენიტეტს მნიშვნელოვნად აზიანებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
„შეხვედრის საპასუხოდ, კონგრესმენმა უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული ცდომილი გადაწყვეტილება. როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა – „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს“. ენმ-მა კონგრესმენის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვად მიიჩნია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება