რას პასუხობს გიორგი ბარამიძე გახარიას გუნდის კითხვას არჩევნებთან დაკავშირებით

გიორგი გახარიას გუნდის საჯარო მიმართვას-“რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?” “ერთიანობა ნაციონალური” მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე მიამიტურ კითხვას უწოდებს და ამბობს, რომ “ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გონებასუსტს თამაშობს“.

ბარამიძის თქმით, “ისინი სპეცოპერაციაზე ამბობენ უარს, რომელსაც ქოცური რეჟიმი, არქმევს არჩევნებს და არჩევნებს პირიქით, ითხოვენ, ოღონდ სამართლიანს“.

“ჩვენ უარს ვამბობთ იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად“, – ამბობს ის “ტვ პირველის“ გადაცემა “პოლიტიკურ ამბებში“

ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გონებასუსტს თამაშობს და ვითომ მეამიტურ კითხვას სვამს, იმიტომ რომ არჩევნებზე არავინ ამბობს უარს, ჩვენ სპეცოპერაციაზე ვამბობთ უარს, რომელსაც ქოცური რეჟიმი, არქმევს არჩევნებს. ჩვენ პირიქით არჩევნებს ვითხოვთ, რანაირდ ვამბობთ უარს. ცივილიზებული ქართველი საზოგადოება ითხოვს არჩევნებს, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად. თუ გახარია განწყობილია, რომ სპეცოპერაციაში ქოცების სცენარით მიიღოს მონაწილეობა, ეს მისი პრობლემაა, გამოჩნდება და ქართული საზოგადოება კარგად დაინახავს, რას წარმოადგენენ ისინი. თუ განსხვავებას ვერ ხედავენ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასა და არჩევნებს შორის, ეს არის თავის გაბრიყვება და გასულელება და ნუ გაიმასხარავებენ და გაისულელებენ თავს, ესაა ჩემი პასუხი,- განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, “მათი მიზანია მშვიდობიანი ბრძოლა ამ კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ.“

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც აღნიშნულია: „კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?“