ირაკლი კობახიძე – თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში

ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო არ არის, მიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან „რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირული მარცხისათვის“.
„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ