მოსკოვი აცხადებს, რომ რუსულმა ჯარმა მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვა, კიევი კი ამ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსულმა ჯარმა სრული კონტროლი მოიპოვა ქალაქ მარინკაზე. მისივე თქმით, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მაისში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის, ბახმუტის აღების შემდეგ.
“მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა”, – უთხრა პუტინმა შოიგუს, აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს რუსულ ჯარებს “უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში” გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.
პუტინმა შოიგუს იმ ჯარისკაცების დაჯილდოება შესთავაზა, რომლებმაც “მარინკასთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინეს”.
უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის სპიკერი ალექსანდრ შტუპუნი უარყოფს ინფორმაციას მარინკაზე კონტროლის დაკარგვის შესახებ. “მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებულნი, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია”, – ამბობს ის.
მარინკა არის ქალაქი დონეცკის ოლქში, სადაც, 2022 წლის მონაცემებით, 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქალაქი მიწასთანაა გასწორებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს