“ალბანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ჯერჯერობით, ალბანეთში სიარული მაინც შეუძლია კობახიძეს” – გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ტვ პირველთან, ირაკლი კობახიძის ვიზიტს ალბანეთში აფასებს და ამბობს:
ალბანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ჯერჯერობით, ალბანეთში სიარული მაინც შეუძლია კობახიძეს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე შეხვდება და როგორც თანაბარს, ისე დაელაპარაკება, ეგ ხალხი, “ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, არის გარიყული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც ხალხი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლება მიითვისა. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაირიყოს და მარტო ქოცები გაირიყნენ. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები ქვეყანაში.
ევროპის პოლიტიკურ სამიტზე 47 ქვეყანა მონაწილეობს. ალბანეთის დედაქალაქში იმყოფებიან თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებიც.
სამიტზე, პანელურ დისკუსიაზე ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობაც ექნება, სადაც ის ევროპის უსაფრთხოებაზე ილაპარაკებს. ახლა ყველას აინტერესებს, რა მესიჯები ექნება არალეგიტიმურ პრემიერს და რას ეტყვის დასავლელ პარტნიორებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია